გიორგი კობერიძეს გააჩნია საჯარო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ასევე, იყო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი - დირექტორი. მუშაობდა შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” (GWP) სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე. 2021 – 2024 წლებში მუშაობდა საქართველოს წყლის რესურსების მართვის ასოციაციაციის აღმასრულებელ დირექტორად. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის დანიშვნამდე იკავებდა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოადგილის თანამდებობას.
გიორგი კობერიძე პროფესიით იურისტია. ასევე, არის საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიების და სოციალური მეცნიერებების დოქტორანტი. აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფინანსების, საბანკო საქმისა და დაზღვევის სფეროში. გავლილი აქვს ტექნიკური სწავლება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სისტემების მონიტორინგსა და ოპერირებაში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
გიორგი კობერიძე დაიბადა 1982 წლის 10 აგვიტოს, თბილისში.