საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (2021-2025)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (2021-2025)
ირაკლი ქარსელაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2021 წლის 22 თებერვალს დაინიშნა.
მინისტრის თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა 2025 წლის 24 აპრილს.
მას გააჩნია 22-წლიანი სამუშაო გამოცდილება მკვლევრის პოზიციიდან უმაღლესი მენეჯერული თანამდებობების ჩათვლით, როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო და კერძო სექტორის წამყვან მულტინაციონალურ და ადგილობრივ კომპანიებში.
გააჩნია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, ლოჯისტიკის, სახელმწიფო და საერთაშორისო შესყიდვების, საერთაშორისო ფინანსური დავების, უმსხვილესი სახელმწიფო პროექტების ადმინისტრირების გამოცდილება.
2018 წლის აპრილიდან იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციას.
2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.