საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე
ვახუშტი ბაგრატიონს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების მართვის, კომერციული ოპერაციების და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების სფეროებში.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავდა ოპერაციების და პროცესების ორგანიზებას, სტრატეგიული ხედვისა და ინიციატივების ჩამოყალიბებას და მათი ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფას სხვადასხვა ინდუსტრიაში.
2018 წლიდან ხელმძღვანელობდა ღვინის წარმოების ბიზნესს. ასევე, 2015-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს სამშენებლო კონსორციუმ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების პროექტის მენეჯერად, წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციებში: იყო კომერციული დირექტორი შპს „მიქსორში“, შპს „ვუდიმპექსში“, წარმოების მენეჯერი კომპანიებში - Exim და Timber House Company, პროექტის მენეჯერი სამშენებლო კომპანია Triquest-ში, გენერალური მენეჯერი კომპანია Arco-ში და სხვა.
ვახუშტი ბაგრატიონი პროფესიით გეოლოგია.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ვახუშტი ბაგრატიონი დაიბადა 1979 წლის 6 მაისს, ქალაქ თბილისში.