X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

რევაზ სოხაძემ პარლმენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართა

22 მაისი 2025

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ნაპირდაცვით და ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებული გამოწვევები და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზღვისა და მდინარეების სანაპირო ზოლებში არსებულ მდგომარეობას და აღინიშნა ეფექტიანი დაცვის მექანიზმების დასაგეგმად წინასწარი შეფასებებისა და პრობლემური ადგილების იდენტიფიცირების აუცილებლობა.

შეხვედრის მხარეების თქმით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სანაპირო ზოლებთან დაკავშირებული წინასწარი შეფასების არარსებობა.