გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და დაფინანსება გრძელდება
4 ნოემბერი 2026
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის 30-ე სხდომა გაიმართა. სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და თანათავმჯდომარემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნეს.
კომისიის წევრებმა მოისმინეს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში, განიხილეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები და იმსჯელეს მათზე რეაგირების გზებზე.
სხდომაზე განხიხილეს მოსახლეობის მხარდაჭერის მიმდინარე პროგრამები. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ზამთრის სეზონზე გათბობის ხარჯების დასაფარად მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ. ასევე, შეთანხმდნენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2026-2027 სასწავლო წლის დაფინანსების საკითხებზე.
რევაზ სოხაძის განცხადებით, კომისიის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათი სოციალური პირობებისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაა. მინისტრმა ისაუბრა 2025 წელს ამ მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებსა და მოსახლეობის მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებაც 2026 წელსაც გრძელდება.
თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.
სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)