გელათის მონასტერთან გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ
26 ივნისი 2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სამუშაოების ღირებულებამ 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 2 ეტაპად განახორციელა. პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა გელათის მონასტერთან ვიზიტორთა ცენტრის, საპირფარეშოს, ავტოსადგომის და წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას. მეორე ეტაპის სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზირებულ საყრდენ კედელს. მოეწყო მანიშნებლები, ბორდიურები, ღობე და ავტოსადგომისთვის გარე განათება. მოასფალტდა ტაძრამდე მისასვლელი 600-მეტრიანი გზა. ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
პროექტი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას და ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)