გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
20 ნოემბერი 2026
კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 3 400-მდე მცხოვრები უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანში წყალმომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და განხორციელებული სამუშაოებისა და პროექტების შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. განახლებული სისტემა უკვე ექსპლუატაციაშია გაშვებული, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულების შედეგად 10 300-მდე ბენეფიციარისთვის 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტი მოიცავს ვაზისუბნის სათავე ნაგებობის, პირველი და მეორე აწევის სატუმბი სადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას.
უკვე რეაბილიტირებულია ხუთი რეზერვუარი, მოწყობილია 18,2 კილომეტრი მაგისტრალური მილსადენი და 25,3 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელი. ასევე დამონტაჟებულია 19 სახანძრო ჰიდრანტი და 4 100 აბონენტის აღრიცხვის კვანძი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასრულებულია სოფლების - კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის წყალმომარაგების სისტემების განახლების პროექტიც, რომლის შედეგად 3 400-მდე მცხოვრები უკვე სარგებლობს უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)