ილია ბეგიაშვილი რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
30 ოქტომბერი 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად იგი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულებთან იოსებ ალიბეგაშვილთან, ილია ჯალაღანიასთან, სიმონ გულედანთან და პლატონ კალმახელიძესთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრებზე განიხილეს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სამუშაოების დადგენილ ვადებში და ხარისხის მოთხოვნების დაცვით შესრულების საკითხები, სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2027 წლისთვის დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და მათი ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო მოსამზადებელ ღონისძიებებს.
რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეების მოწყობასა და განახლებას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს 2027 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული და ეფექტიანი დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საჭირო საკითხების წინასწარ განსაზღვრის მიზნით აგრძელებს.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)