ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
10 მაისი 2021
„მოვიხადე ის მოქალაქეობრივი ვალი, რომელიც მართებს ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რადგან ვაქცინაცია არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძე „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებტან და სამინისტროს 50-მდე თანამშრომელთან ერთად აიცრა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვაქცინაციის პროცესში ჩართულ ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)