ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის ათვისების 11 თვის შედეგებს აქვეყნებს
5 დეკემბერი 2019
2019 წლის 11 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 1 მილიარდ 670 მილიონი ლარი მოახმარა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ 667 მილიონი ლარით ანუ 67%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა.
11 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამინისტროს, არსებობის განმავლობაში, 2017 წელს ჰქონდა (1 მილიარდ 141 მილიონი ლარი), რასაც 2019 წლის მაჩვენებელმა 46%-ით გადააჭარბა. შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია.
გადაჭარბებით სრულდებოდა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისება დაგეგმილ კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში. 3 თვის დამტკიცებული გეგმა 5 მილიონი ლარის გადაჭარბებით - 102%-ით, 6 თვის დამტკიცებული გეგმა 2 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით - 100.4%-ით, ხოლო 9 თვის დამტკიცებული გეგმა 23.2 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით - 103%-ით შესრულდა.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)