ირაკლი ქარსელაძე - "ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან"
23 აპრილი 2024
,,ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს-დაუღალავი შრომისა და დიდი ძალისხმევის შედეგს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გზა არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება და ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი ფიზიკური კავშირი ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის. ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ პროექტი, ასევე უმნიშვნელოვანესია საინჟინრო თვალსაზრისით, სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული გვირაბის საბურღი დანადგარით - TBM-ით, კლდოვან ქანებში გამოიჭრა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გრძელი, 9 კილომეტრიანი და 15 მეტრის დიამეტრის სატრანსპორტო გვირაბი. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7 730 მ-ზეა გაჭრილი.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტზე მომუშავე განვითარების პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას. საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც.
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)