ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
9 თებერვალი 2023
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მაჩიე ჩურას, სესხების უფროს ოფიცერს ჟატინ სეეჟორს და კონსულტანტ ნატა პეიტრიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
ევროპის საინვესტიციო ბანკი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. EIB საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგება-წყალარინების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების პროგრესი, რომელიც დადებითად შეფასდა. ვიმსჯელეთ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. საუბარი, ასევე, შეეხო სხვა სექტორებში EIB-ის ჩართულობას და თანამშრომლობის გაღრმავებას“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)