ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს
20 თებერვალი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს.
პროექტი სათავე ნაგებობების, არსებული ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მოეწყობა წყალმომარაგებისა და მაგისტრალური ქსელები. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები.
დღეის მდგომარეობით, სამუშაოების 44% შესრულებულია და პროექტის დასრულება 2026 წელს იგეგმება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 3670-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 51 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, სამეგრელოს მხარეში სახელწიფო რწმუნებული დავით ვერავა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)