ხულო-ზარზმის გზით, გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა უკვე რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი
14 სექტემბერი 2024
ორი რეგიონის დამაკავშირებელი, ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება.
საერთო ჯამში, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია გზის 31 კმ-იან მონაკვეთზე და გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი. რეაბილიტირებულია გზა კურორტ ბეშუმის გადასახვევამდეც. სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დანარჩენილ მონაკვეთებზე.
ხულო-ზარზმის გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის შემადგენელი მონაკვეთია. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება 47 კილომეტრიან გზას. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.
პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 2 ზოლიან გზეზე და ინტესნიური საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო განვითარებულ მეწყრულ უბნებზე.
ხულო-ზარზმის გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს აკავშირებს ბათუმთან და თბილისთან. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას.
ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასაც და 1.5 სთ-ით შეამცირებს ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)