მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა არსებული გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა იქნება
21 იანვარი 2021
ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
მაია ცქიტიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე პირველ ვიცე-პრემიერად წარადგინა.
„ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის, ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ გუნდს აერთიანებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)