მაია ცქიტიშვილი ეკონომიკური განვითარების პარამეტრებზე - იგი ასახავს როგორც საქართველოს, ისე რეგიონის ქვეყნების განვითარების დინამიკას და არსებულ პრობლემებს
10 მაისი 2019
ჩვენი მიზანია იმ მაქსიმალური ზრდის პარამეტრის მიღწევა, რაც შესაძლებელია რეგიონის და ქვეყნის დინამიკის გათვალისწინებით, - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების დაინტერესების საპასუხოდ.
„არ იქნება სწორი ციფრებით მანიპულირება და გაორმაგებაზე ან გასამმაგებაზე საუბარი. ყველას გვინდა გაცილებით მეტი, მაგრამ ის პარამეტრები რაც გვაქვს, ასახავს როგორც საქართველოს, ისე რეგიონის ქვეყნების განვითარების დინამიკას და არსებულ პრობლემებს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აფასებენ დინამიკას და ძირითადად, მათი შეფასებები ემთხვევა ჩვენს შეფასებებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პოზიტიური ნიშნით შეიცვალა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების fitch-ის და Moody's-ის პროგნოზებიც.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)