საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
„განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, მარნეულში, 7 ახალი სკოლა შენდება და მალე ტენდერზე მე-8 სკოლაც გამოვა, ქვეყნის მასშტაბით კი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, 59 ახალ სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ეს პროცესი ნაწილობრივ დასრულებულია და ყველა პროექტი შეესაბამება ახალი სკოლის სტანდარტს, ეწყობა საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანაც გამოიყოფა.
„რეგფონდიდან, შარშან, 600-ზე მეტი სკოლის მცირე სარემონტო სამუშაოები დავაფინანსეთ და წელსაც 40 მლნ ლარით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე დაფინანსდება პროექტები, რომლის ფარგლებში, პირველ რიგში, გაკეთდება ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სველი წერტილები და სახურავები,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)