მაია ცქიტიშვილმა და იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ორი ქვეყანას სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს
22 ოქტომბერი 2019
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტისთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობი.
საქართველოს ვიცე-პრემიერი მიესალმა იტალიის მთავრობის წევრების მონაწილეობას “აბრეშუმის გზის ფორუმში” და ხაზი გაუსვა საქართველოში იტალიური კომპანიების საქმიანობის მნიშვნელობას.
22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსგანიხილავენ, აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)