მოლითი-ჩუმათელეთის 25 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა
18 ნოემბერი 2026
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 25-კილომეტრიან, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
ამ ეტაპზე დარჩენილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მხოლოდ 700-მეტრიან მონაკვეთზე, ასევე, მგზავრთა მოსაცდელის, უსაფრთხოების ბარიერებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის დახაზვა.
პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, მათ შორის, ასფალტ-ბეტონის საფარის, 13 ახალი ხიდის, 109 წყალგამტარი მილის, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობას.
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი საავტომობილო გზის ნაწილია. გზის პირველი, ძირულა-მოლითის 25-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უკვე დასრულებულია.
აღნიშნული საავტომობილო გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ–დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, ასევე, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კავშირი ქვეყნის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან.
მოლითი–ჩუმათელეთის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 105.6 მილიონი ლარია.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)