მცხეთის რეკრეაციული პარკისა და წნორის მულტიფუნქციური კომპლექსის კომისიის სხდომა
25 დეკემბერი 2025
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მცხეთის რეკრეაციული პარკისა და წნორის მულტიფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული კონცეფციები საკონკურსო კომისიამ განიხილა.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, სიღნაღიისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების მერები - მალხაზ ბეგიაშვილი და გოგი აბუაშვილი.
კომისიამ იმსჯელა მცხეთის ახალი რეკრეაციული პარკის არქიტექტურული კონცეფციის ოთხ წინადადებაზე. 60 ჰექტარზე დაგეგმილი პარკის კონცეფციები მოიცავდა მრავალფუნქციურ სივრცეებს, დასასვენებელ და შემეცნებით ზონებს, რომლებიც ქალაქის ისტორიულ გარემოსთან ჰარმონიულ ინტეგრაციასა და მოსახლეობისთვის თანამედროვე რეკრეაციული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
ასევე განიხილეს წნორის მულტიფუნქციური კომპლექსის შვიდი წინადადება, სადაც წარმოდგენილი იყო სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, კულტურული ღონისძიებების სივრცეები და შიდა ეზოები - კომპლექსი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სპორტულ, კულტურულ და საზოგადოებრივ ფუნქციებს.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებთან დეტალური პროექტების მოსამზადებლად გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)