მზია გიორგობიანი შიდა ქართლის რეგიონში მუნიციპალიტეტებთან საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო
20 ნოემბერი 2026
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი შიდა ქართლის რეგიონში მუნიციპალიტეტებთან საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო.
სამუშაო შეხვედრა, შიდა ქართლში გაერთიანებული ერების განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF 2026-2030) ფარგლებში, ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვის მიზნით გაიმართა.
ქალაქ გორში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებზე, მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.
ყურადღება გამახვილდა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც საფუძვლად დაედება გაეროს განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობასა და კონკრეტული ინიციატივების დაგეგმვას.
შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა.
დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებების გაძლიერებას, გარემოს დაცვას, ასევე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ რეგიონების მდგრადი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და საერთაშორისო პარტნიორების კოორდინირებული თანამშრომლობა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები თემების საჭიროებებზე, ახალგაზრდების ადგილზე დარჩენის ხელშეწყობაზე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობაზე. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების, მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებისა და მდგრადი პარტნიორობის მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)