პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია
7 მაისი 2021
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ზუგდიდში ჩატარებულ სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია, ესაა:
ზუგდიდი - ცენტრალური მოედანი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია
აბაშა - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია
სენაკი - ჭავჭავაძის #23-თან არსებული სკვერი და შენობა, რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკი
წალენჯიხა - გამსახურდიას და თამარ მეფის ქუჩები
მესტია- ცენტრალური ნაწილი (თამარ მეფის ქუჩა, ადმინისტრაციული შენობის ფასადი, სკვერის მოწყობა 1300 კვმ-ზე)
მარტვილი-ცენტრალური ქუჩები (თავისუფლების, გამსახურდიას, თამარ მეფის ქუჩები), არსებული ბულვარი
ფოთი - აღმაშენებლის ქუჩა და რუსთაველის რკალი
ხობი - ცენტრალური პარკი
ჩხოროწყუ - კულტურის სახლის რებილიტაცია, დავით აღმაშენებლის ქუჩა
ასევე, ზუგდიდისა და ფოთის ურბანული განახლების დოკუმენტაციის/დეტალური პროექტის მომზადება.
შესაბამისი პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.
კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მალხაზ თორია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)