რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მისიას შეხვდნ
27 ნოემბერი 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი და გიორგი კობერიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და პარტნიორობის საშუალოვადიანი ჩარჩო განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგზაო, წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს, ასევე, ამ მიმართულებებით სამომავლო საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.
შეხვედრაში ონლაინ ფორმატით მონაწილეობდა მისიის ხელმძღვანელი, AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)