რევაზ სოხაძე გორის №11 საჯარო სკოლის მშობლებსა და პედაგოგებს დაპირებისამებრ კვლავ შეხვდა
16 ნოემბერი 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს, დაპირებისამებრ, 20 დღის შემდეგ კვლავ შეხვდა და სკოლის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო.
მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო მიიღებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის საფუძველზეც დაზუსტდება უკვე შესრულებული სამუშაოების მდგომარეობა.
მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მშენებლობას არსებული კონტრაქტორი კომპანია გააგრძელებს, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობაზე მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება. დამტკიცებული გეგმა-გრაფიკიდან პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდება და პროექტის განხორციელებას გააგრძელებს აღმოსავლეთ საქართველოში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ მოცულობით ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
რევაზ სოხაძემ მშობლებსა და პედაგოგებს განუმარტა, რომ სამინისტროს მიზანია, გორის №11 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2027 წლის სექტემბერში განახლდეს.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)