რევაზ სოხაძე იგოეთის საჯარო სკოლის მშენებლობის დაბალი ტემპის გამო კონტრაქტორ კომპანიას აფრთხილებს
19 ნოემბერი 2026
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში ახალი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა პროექტის მიმდინარეობა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან განიხილა და სამუშაოების დაბალი ტემპის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
კონტრაქტორ კომპანიას მშენებლობის დასასრულებლად ვადა 2027 წლის აპრილის ბოლომდე მიეცა. აღნიშნულ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიის მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
სოფელ იგოეთში 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა შენდება, სადაც მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია. შენობა აღიჭურვება უსაფრთხოების, გათბობისა და წყალმომარაგების თანამედროვე სისტემებით.
სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)