რევაზ სოხაძე - მადლობა ჩემს თანამშრომლებს, რომლებიც კეთილსინდისიერად შრომობენ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
29 ოქტომბერი 2025
საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამინისტროს სისტემაში მომუშავე თანამშრომლებს — იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
„აქვე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო და გულწრფელი მადლობა გადავუხადო სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მათ, რომელთა შრომის შედეგებითაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უკვე სარებლობს,”-აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, სწორედ ამ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ქმნის საფუძველს, რომ სამინისტრომ შეძლოს არსებული გამოწვევების დაძლევა და ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო გამჭვირვალე, ეფექტიან და თანამედროვე სისტემად.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სამინისტროს გუნდის მიზანია, შექმნას გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი თავს იგრძნობს მოტივირებულად, დაცულად და იქნება შედეგზე ორიენტირებული საერთო მიზნისთვის - ხარისხიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)