X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რევაზ სოხაძე სოფელ ოკამში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

14 ნოემბერი 2026

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში №1 საჯარო სკოლის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

სოფელ ოკამის №1 და №2 საჯარო სკოლების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ორივე სკოლაში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკები, ლაბორატორიები, მრავალფუნქციური სპორტული დარბაზები და ღია სპორტული მოედნები. შენობები სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ამასთან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მიმდინარეობს 160 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სასწავლო და სპორტული სივრცეების, საინჟინრო სისტემებისა და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის მოწყობას. სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სულდის საჯარო სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.