რევაზ სოხაძე: თბილისის №10 საჯარო სკოლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში განახლდება
26 ოქტომბერი 2026
“თბილისის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს, რომლებმაც დღეს გზა გადაკეტეს, ავუხსენით არსებული ვითარება და გავაცანით რეალური მდგომრეობა. სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ამ სკოლის მშობლებთან და პედაგოგებთან”- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ №10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კვირის ბოლოს მშობლებს კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნობს დაგეგმილი სამუშაოს შესახებ ახალ ინფორმაციას.
“სკოლის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება. პროცესში შექმნილი შეფერხება ობიექტური გარემოებებით იყო გამოწვეული, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, პროცესი აქტიურად გაგრძელდეს. რაც ყველაზე მთავარია, მშობლებს, პედაგოგებსა და ბავშვებს დავპირდი, რომ უკვე ახალ სასწავლო წელს ისინი სწავლას ახალ სკოლაში დაიწყებენ”,- განაცხადა მინისტრმა.
თბილისის საჯარო №10 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადაეცა.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)