რევაზ სოხაძე - წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
29 ოქტომბერი 2025
,,წყალმომარაგების კომპანია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს რეფორმას’’-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წყალმომარაგების კომპანიის რეფორმა მოიცავს სტრუქტურულ და ფუნქციურ გაძლიერებას, სახელფასო პოლიტიკის შრომის ბაზართან დაახლოებას, რეგიონული ფილიალების გაძლიერებას, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართვას.
,,წყლის უკანონო მოხმარების ფაქტების აქტიურად გამოვლენისა და აღმოფხვრის, ტექნიკური მომსახურებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, გეგმაშია SCADA-ს სისტემის აქტიური დანერგვა და ასევე, მომავალ წელს წყლის ტარიფის გადახედვისთვის განაცხადის წარდგენა 2027 წლიდან ახალი ტარიფების ასამოქმედებლად“-განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ეს ცვლილებები კომპანიის საქმიანობას გახდის უფრო გამჭვირვალეს, ეფექტურს და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულს.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)