რევაზ სოხაძე ჟინვალი-ფასანაურის გზის 20-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
13 ნოემბერი 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან ერთად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჟინვალი-ფასანაურის გზის 20-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი და არსებული გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზა იწყება სოფელ ანანურთან, გაივლის ციხისძირსა და მენესოს და მთავრდება სოფელ ჭართალის ჩრდილო-დასავლეთით, ხანდოს ხევის ხიდთან.
პროექტის ფარგლებში დაიგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 8 ხიდს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, რკინაბეტონის საყრდენი და ნაპირდამცავი კედლები, დამცავი ზღუდარები და ავტობუსის გაჩერებები. ასევე, მოწესრიგდება გზასთან მიერთებები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია.
ჟინვალი-ფასანაურის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის გაუმჯობესებას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მიმოსვლისთვის.
პროექტი სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ჯამური ღირებულება დაახლოებით 66.8 მილიონ ლარს შეადგენს.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)