რევაზ სოხაძემ ათათურქის მემორიალური საფლავი გვირგვინით შეამკო
14 ნოემბერი 2025
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ანითქაბირში, მუსტაფა ქემალ ათათურქის მემორიალური საფლავი გვირგვინით შეამკო და თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის ხსოვნას პატივი მიაგო.
მინისტრმა ათათურქის მემკვიდრეობისა და თურქი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად, საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.
რევაზ სოხაძე ანითქაბირში დელეგაციის წევრებთან და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს დელეგაციაში შედიან საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და მისი მოადგილეები: დავით გეწაძე, გიორგი გრიგალავა და ჯემალ ზაბახიძე.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)