საგარეჯოში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს
20 ნოემბერი 2026
კახეთში სამუშაო გასვლის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მოადგილეებთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახლად აშენებულ სერვისცენტრშიც იმყოფებოდა.
რევაზ სოხაძემ კახეთის რეგიონში დასრულებული და დასრულების ეტაპზე მყოფი წყალმომარაგების პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მიმდინარე სამუშაოები განიხილა.
ერთ-ერთი პროექტი ქალაქ საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი ჭაბურღილის, მათ შორის ორი ძირითადი და ერთი სათადარიგო ჭაბურღილის, სატუმბი სადგურისა და 1 000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა.
ასევე გათვალისწინებულია 27,9 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, 5,83 კილომეტრი სიგრძის არსებული მაგისტრალური მილსადენის განახლება და 1 047 აბონენტის აღრიცხვის კვანძის დამონტაჟება.
პროექტის ფარგლებში აშენდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საგარეჯოს ახალი სერვისცენტრიც. შენობაში მოეწყო ძირითადი კონსტრუქციები, სახურავი, კარ-ფანჯარა და დამხმარე ინფრასტრუქტურა. დამატებით გათვალისწინებულია საინჟინრო ქსელების, სახანძრო სიგნალიზაციისა და ავტომატური მართვის სისტემების მოწყობა.
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)