სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
17 დეკემბერი 2025
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ლანჩხუთი–ლესას 8 კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი.
აღნიშნული მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი.
სამტრედია–გრიგოლეთის 52 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, პირველი მონაკვეთი სამშენებლო პროცესშია. მესამე 12 კილომეტრიანი მონაკვეთის დარჩენილი 6 კილომეტრის სამშენებლო სამუშაოები კი, აქტიურად გრძელდება. ამ დროისათვის, დასრულებულია ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა, მიმდინარეობს გზის საფარის დაგება და სახიდე ნაგებობების მშენებლობა.
სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი გადის გურიის რეგიონში და გვერდს აუვლის ქალაქ ლანჩხუთისა და სოფლების - გვიმბალაირის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის დასახლებულ ნაწილს.
საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა გაზრდის სატრანსპორტო გამტარუნარიანობის, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.
სამტრედია-იგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციედება, რომლის საერთო მოცულობა 324.6 მილიონი ლარია.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)