სკოლა-პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება. რეაბილიტაციის შედეგად, გამოიცვლება სკოლის სახურავი და კარ-ფანჯარა, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყობა სველი წერტილები, შემოიღობება სკოლის ეზო და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაო. სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
შატილის სკოლა-პანსიონი ხეობის რამდენიმე სოფლის ბავშვებს ემსახურება. მის მდგომარეობას 2019 წლის დასაწყისში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაეცნო. ვიცე-პრემიერი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მოძიებას სოფლის მოსახლეობას თებერვალში გამართულ სოფლის კრებაზე დაპირდა.
მთის განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტაცია უტარდება დუშეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ორ, სოფელ მაღაროსკარისა და სოფელ ბარისახოს სკოლა-პანსიონებსაც.
შატილის სკოლა-პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მზია გიორგობიანთან ერთად, სახელმწიფორწმუნებულმამცხეთა-მთიანეთისმხარეშიშალვაკერესელიძემაც დაათვალიერა.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)