გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტის - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ (2015 წელი) კონტექსტში, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის შემუშავება, მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და მართვა;
სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადება;
ქვეყნის ტერიტორიის სივრცის დაგეგმარების ორგანიზება და დასახლებული პუნქტების (ქალაქების, დაბების, სოფლების, კურორტებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა;
ქვეყნის, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების სივრცის დაგეგმარების გეგმების, და დასახლებების ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა შესაბამის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია;
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს შესაბამისად, სტრატეგიული დოკუმენტების დამტკიცებამდე მათი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება;
საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან თანამშრომლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში;
სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში გენერალური გეგმების, განაშენიანების გეგმებისა და განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების ორგანიზება და შეთანხმება;
ბაკურიანის, გუდაურის, ბახმაროს და ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიებზე შემოსული საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა სამშენებლო ნებართვის გაცემის I და II სტადიაზე;
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოზე წარსადგენი პროექტების მომზადება;
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)