საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს კამპანიას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში ქუთაისში ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციები გრძელდება. ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან ერთად მიიღო. აქციას ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და კომპანია „ჯეოსელიც“ შეუერთდნენ.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)